“გახარია წადი” სტენსილის გაკვრისთვის დაჯარიმებულმა მარიამ სიჭინავამ მერიაში განცხადება შეიტანა

“გახარია წადი” სტენსილის დახატვისთვის დაჯარიმებულმა მარიამ სიჭინავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება შეიტანა. სიჭინავა ამბობს, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ზუსტად ის მუხლი დაარღვიეს, რითაც მას აქვს ბრალი...

“გახარია წადი” სტენსილის გაკვრისთვის დაჯარიმებულმა მარიამ სიჭინავამ მერიაში განცხადება შეიტანა

“გახარია წადი” სტენსილის დახატვისთვის დაჯარიმებულმა მარიამ სიჭინავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება შეიტანა. სიჭინავა ამბობს, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ზუსტად ის მუხლი დაარღვიეს, რითაც მას აქვს ბრალი წაყენებული: ” როგორც მე დამაჯარიმა გიორგი გვილავამ, ზუსტად ისე უნდა დაჯარიმდნენ მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებიც, რადგან იმათაც დაარღვიეს 150-ე მუხლის მეორე ნაწილი, თუ წარწერის გაკეთება დანაშაულია, მისი გადაღებვა და ნახატის დატოვებაც დანაშაულია”- აღნიშნა მარიამ სიჭინავამ.

ახალგაზრდების ჯგუფი 2 დღის წინ ზუგდიდში “გახარია წადი” წარწერით სტენსილებს აკრავდა, რა დროსაც მოხდა ერთ-ერთი აქტივისტის მარიამ სიჭინავასთვის ოქმის გამოწერა. სიჭინავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და ითვალისწინებს 500 ლარიან ჯარიმას, გამეორების შემთხვევაში.

ავტორი: თეა შონია