ევროპის თასზე საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის თასის ტურნირი რუმინეთის...

ევროპის თასზე საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის თასის ტურნირი რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართა.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ნატალია ყიფშიძე (-48კგ), მარიამ ჭანტურია (-70კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (-81კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნინო გულბანმა (-70კგ) და სალომე მაყიშვილმა (+78კგ).

ვაჟთა ნაკრებიდან შეჯიბრში მხოლოდ გიორგი შერაზადიშვილი მონაწილეობდა.