თუშეთში სამძებრო-სამაშველო​ სამუშაოები განახლდა

ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამძებრო-სამაშველო​ სამუშაოები დღეს, 06:00 საათიდან განახლდა. გუშინ, სამაშველო ოპერაციის დროს, ხევში გადავარდნილი მანქანა სპეციალური ტექნიკით დაშალეს და წყლის კალაპოტიდან ისე ამოიტანეს​....

თუშეთში სამძებრო-სამაშველო​ სამუშაოები განახლდა

ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამძებრო-სამაშველო​ სამუშაოები დღეს, 06:00 საათიდან განახლდა.

გუშინ, სამაშველო ოპერაციის დროს, ხევში გადავარდნილი მანქანა სპეციალური ტექნიკით დაშალეს და წყლის კალაპოტიდან ისე ამოიტანეს​.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სატვირთო მანქანა დიდი სიმაღლიდან 27 ივლისს გადავარდა. სატვირთო მანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა. ამ დროისთვის მაშველებმა ექვსი ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა შეძლეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.