იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს გაესაუბრება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 10:00 საათიდან განახლდება. დღეს საბჭოს წევრების კითხვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი და იუსტიციის უმაღლესი ყოფილი თანამშრომელი...

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს გაესაუბრება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 10:00 საათიდან განახლდება.

დღეს საბჭოს წევრების კითხვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი და იუსტიციის უმაღლესი ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე წულაძე უპასუხებენ.

შეგახსენებთ, რომ გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 17 ივლისს დაიწყო. საბჭო 50 -დან 46 კანდიდატს უკვე გაესაუბრა.

დარჩენილია სამი კანდიდატი, რადგან ერთმა კანდიდატმა, ამირან ძაბუნიძემ გასაუბრების წინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

გასაუბრებების დასრულების შემდეგ, საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს გადაუგზავნის.