"მე არასდროს არაფერს გამოვრიცხავ"-გია ვოლსკი ქუმსიშვილი-ალავიძის დაკავებაზე

პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ხელისუფლების ყოფილი წევრების დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის დაკავებას არ გამორიცხავს. „მე არასდროს არაფერს გამოვრიცხავ.  ალავიძესაც და ქუმსიშვილსაც თუ კი შეკითხვებზე პასუხი აქვთ გასაცემი,...

პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ხელისუფლების ყოფილი წევრების დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის დაკავებას არ გამორიცხავს.

„მე არასდროს არაფერს გამოვრიცხავ.  ალავიძესაც და ქუმსიშვილსაც თუ კი შეკითხვებზე პასუხი აქვთ გასაცემი, მათაც ისევე უნდა გასცენ როგორც  მე მეკითხებით და გპასუხობთ.  თუ დამაჯერებელი იქნება მათი პასუხები  გაიგებს საზოგადოება თუ არ იქნება დამაჯერებელი სხვა სტრუქტურები დაინტერესდებიან სიღრმისეულად.“-განუცხადა „პრაიმტაიმს“ გია ვოლსკი

ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრი ზურაბ ალავიძე დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა.

საქმე ეხება 710 მილიონიანს, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა.

ავტორი: თორნიკე ხურციძე