ნატოში განმარტეს, რატომ მიუახლოვდა ალიანსის გამანადგურებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს

რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან, ნატო-ს F-18 ტიპის გამანადგურებელმა მიახლოვება სცადა, რისი საშუალებაც მას რუსულმა გამანადგურებელმა არ მისცა,  ალიანსში...

ნატოში განმარტეს, რატომ მიუახლოვდა ალიანსის გამანადგურებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს

რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან, ნატო-ს F-18 ტიპის გამანადგურებელმა მიახლოვება სცადა, რისი საშუალებაც მას რუსულმა გამანადგურებელმა არ მისცა,  ალიანსში ეხმაურებიან. ამ ინფორმაციასაც რუსული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ნატოში განმარტავენ, რომ რუსული თვითმფრინავი ალიანსის საჰაერო სივრცესთან ახლოს მიფრინავდა. შესაბამისად, ნატოს კუთვნილი გამანადგურებელი მას იდენტიფიცირების მიზნით მიუახლოვდა.

ნატო-ს ინფორმაციით, როგორც კი თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოხდა, გამანადგურებელი ბაზაზე დაბრუნდა.