რა თანხა მოაგროვეს ძმებმა, რომლებიც ლეიკემიით დაავადებული დედის გადასარჩენად ტაქსაობენ 

თითქმის 3 კვირაა, ძმები - რატი და ნიკა ქართველიშვილები ლეიკემიით დაავადებული დედის გადასარჩენად ფულს "ტაქსაობით" აგროვებენ. ამ პერიოდის განმავლობაში, ძმებმა 27 000 დოლარის მოგროვება შეძლეს. ოპერაციისთვის კიდევ 49 000 დოლარია საჭირო. ოპერაცია...

რა თანხა მოაგროვეს ძმებმა, რომლებიც ლეიკემიით დაავადებული დედის გადასარჩენად ტაქსაობენ 

თითქმის 3 კვირაა, ძმები - რატი და ნიკა ქართველიშვილები ლეიკემიით დაავადებული დედის გადასარჩენად ფულს "ტაქსაობით" აგროვებენ.

ამ პერიოდის განმავლობაში, ძმებმა 27 000 დოლარის მოგროვება შეძლეს. ოპერაციისთვის კიდევ 49 000 დოლარია საჭირო. ოპერაცია 5 სექტემბერს არის ჩანიშნული და მანამდე ძმებმა ამ თანხის შეგროვება უნდა შეძლონ.

„5 სექტემბრამდე დროა კიდევ", - ამბობენ ისინი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ძმები, ნიკა და რატი ქართველიშვილები დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმების საქველოქმედო პროექტი მის მკურნალობაზეა გამიზნული.