"რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზას დროებით ენერგომომარაგება შეუწყდება

14 აგვისტოს "თელასის" გეგმიური სამუშაოების გამო "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება, ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება...

14 აგვისტოს "თელასის" გეგმიური სამუშაოების გამო "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება, ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

„საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება მგზავრებს. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.