სააკაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილმა ინგლისური ხეირიანად არ იცის

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ინგლისური ენა ხეირიანად არ იცის. ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ზე წერს. სააკაშვილი ეხმაურება ზურაბიშვილის პოსტს, რომელშიც პრეზიდენტმა სააკაშვილი ისტორიის...

სააკაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილმა ინგლისური ხეირიანად არ იცის

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ინგლისური ენა ხეირიანად არ იცის. ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ზე წერს.

სააკაშვილი ეხმაურება ზურაბიშვილის პოსტს, რომელშიც პრეზიდენტმა სააკაშვილი ისტორიის დამახინჯებასა და საქართველოს მოკავშირე ერებისა და ლიდერების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

„ამ ივანიშვილის თოჯინამ, არც ქართული იცის და არც ინგლისური ხეირიანად და IQ ბიძინას პინგვინის დონეზე აქვს. მაინტერესებს, რომელ ენაზე და რანაირად უნდა გამოეტანა აზრი ჩემი ინტერვიუდან.

და კიდევ, ეს ის დედაკაცია, რომელიც მისი პატრონის დავალებით თავისი ქვეყნის დაცვისთვის ქართველი ჯარისკაცების გასამართლებას საჯაროდ ლობირებს ჰააგაში და ეს უკვე აშკარად სცდება ოლიგარქის ზოოპარკის თავშესაქცევი თამაშების ფარგლებს“, - დაწერა სააკაშვილმა facebook-ის პირად გვერდზე.

„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის“ (IWPR) მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ  ნიკოლა სარკოზი ომის დროს ჯამბაზივით იქცეოდა, აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი კი ირწმუნებოდა, რომ რუსეთი საქართველოში არ შემოიჭრებოდა.