„სააკაშვილი ოცნებობდა, რომ იქნებ ვინმე მომკვდარიყო“ - კობა ნარჩემაშვილი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი გაზეთ „ალიასთან" „ვარდების რევოლუციის“ დროს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია მოვლენების ტრაგიკული სცენარით გნვითარების შესახებ. ...

„სააკაშვილი ოცნებობდა, რომ იქნებ ვინმე მომკვდარიყო“ - კობა ნარჩემაშვილი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი გაზეთ „ალიასთან" „ვარდების რევოლუციის“ დროს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია მოვლენების ტრაგიკული სცენარით გნვითარების შესახებ. 

„ფიზიკური ძალა დარბევისთვის არსებობდა, მაგრამ - მერე რა პროცესი იქნებოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები? სააკაშვილი მაშინ ოცნებობდა, რომ იქნებ ვინმე მომკვდარიყო. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და არ ვიყავით დაზღვეული“, - ამბობს კობა ნარჩემაშვილი. 

რაც შეეხება 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, დეპუტატის თქმით, ძალა კანონიერად იყო გამოყენებული ღამის 2-ის ნახევრამდე.

„მეტს გეტყვი, მოუმზადებელი იყვნენ, კინაღამ შეიჭრა პარლამენტში ხალხი, წამები დააკლდათ. 2-ის ნახევრის მერე რაც მოხდა, ეს უკვე ძალიან დაემსგავსა 7 ნოემბრის ღამეს“, - აცხადებს „ალიასთან“ საუბრისას კობა ნარჩემაშვილი.