საბაჟო გამშვებ პუნქტში „მტკვარი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

11 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,მტკვარი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ს.ა.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (30 კაფსულა) ნივთიერების შემცველი...

საბაჟო გამშვებ პუნქტში „მტკვარი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

11 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,მტკვარი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ს.ა.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (30 კაფსულა) ნივთიერების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.