საირმის ქუჩა N11-N12 კორპუსების მიმდებარედ საბურთალოს გამგეობა ავტოფარეხების დემონტაჟს განახორციელებს

საირმის ქუჩა N11-N12 კორპუსების მიმდებარედ, სადაც მოსახლეობის ინიციატივით, საბურთალოს გამგეობა ავტოფარეხების დემონტაჟს განახორციელებს, სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ტერიტო რიაზე კაუჩუკისსაფარიანი საბავშვო მოედანი განთავსდება...

საირმის ქუჩა N11-N12 კორპუსების მიმდებარედ საბურთალოს გამგეობა ავტოფარეხების დემონტაჟს განახორციელებს

საირმის ქუჩა N11-N12 კორპუსების მიმდებარედ, სადაც მოსახლეობის ინიციატივით, საბურთალოს გამგეობა ავტოფარეხების დემონტაჟს განახორციელებს, სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ტერიტო რიაზე კაუჩუკისსაფარიანი საბავშვო მოედანი განთავსდება და სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საჩრდილობელი, ლამპიონები და სკვერისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდება.

სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სკვერი გაფართოვდება და კეთილმოეწყობა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც და სკვერი დეკორატიული ღობით შემოისაზღვრება.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. სკვერის რეაბილიტაციას გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ტაო“ ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სკვერს დედაქალაქის საკრებულომ მუსიკოს ოთარ რამიშვილის სახელი მიანიჭა.