ფერმერმა, პატარძალს ბეჭედი უცნაური გზით აჩუქა, რასაც „ამაზრზენი“ უწოდეს

კაცმა შეყვარებულს, წინადადება ქორწინების თაობაზე, ძროხის დახმარებით შეთავაზა. ფერმერმა, თავის შეყვარებულს ხელი სთხოვა - საქორწინო ბეჭედი, ძროხის ცურს გაუკეთა. სოციალურ ქსელის მომხმარებლებმა "რომანტიკულ ჟესტს“ "საზარელი", „უხეში“...

ფერმერმა, პატარძალს ბეჭედი უცნაური გზით აჩუქა, რასაც „ამაზრზენი“ უწოდეს

კაცმა შეყვარებულს, წინადადება ქორწინების თაობაზე, ძროხის დახმარებით შეთავაზა.

ფერმერმა, თავის შეყვარებულს ხელი სთხოვა - საქორწინო ბეჭედი, ძროხის ცურს გაუკეთა. სოციალურ ქსელის მომხმარებლებმა "რომანტიკულ ჟესტს“ "საზარელი", „უხეში“ და "თავხედური" უწოდეს, - წერს Mirror.

"ამაღელვებელი მომენტის" ფოტო, სინგაპურის მკვიდრმა ქალმა, „Facebook“- ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. სურათზე ნაჩვენებია, ქვებით მოჭედილი დიდი ბეჭედი, რომელიც ძროხის ცურზე ბრწყინავს.

”მართალია კაცი ფერმერია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, მის ცუდ გემოვნებას. ის განკუთვნილია, როგორც რგოლი საწოვარაზე. თუკი ჩემი ხედვით ფიქრობთ, რომ ეს სიგიჟეა, ყველას ვთხოვ, გამოეხმაუროს ჩემს უკმაყოფილებას,” - წერს იგი.

სოციალური ქსელის დაბნეულმა და შოკირებულმა მომხმარებლებმა, კომენტარებით მყისიერად „დაბომბეს“ „ფეისბუქის“ გვერდი.

”ეს არის ყველაზე საშინელი. უკაცრავად, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ეს ნამდვილად ამაზრზენია”, - აღნიშნა ჯგუფის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

”ეს არის ყველაზე საშინელი, რაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მინახავს - ექვსჯერ მქონდა ჩემი მეგობრებისგან შემოთავაზება”, - ცინიკურად ეხმიანება კიდევ ერთი მომხმარებელი.

”ის ნამდვილად ცდილობს, რომ რძე შეთავაზოს“, მესამე.

რით დასრულდა შემოქმედებითი ფერმერის „ფართომასშტაბიანი ჟესტი“, გამოცანად რჩება. ვიმედოვნებთ, რომ გოგონამ თქვა - „დიახ“.