ჩინეთს ჰონგ-კონგის მეზობელ პროვინციაში სამხედრო ტექნიკა გადაჰყავს

ჩინეთს ჰონგ-კონგის მეზობელ შენჯენის პროვინციაში სამხედრო ტექნიკა გადაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ჩინური გამოცემა „ფიფლს დეილი“, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვიდეოკადრებს ავრცელებს,...

ჩინეთს ჰონგ-კონგის მეზობელ პროვინციაში სამხედრო ტექნიკა გადაჰყავს

ჩინეთს ჰონგ-კონგის მეზობელ შენჯენის პროვინციაში სამხედრო ტექნიკა გადაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჩინური გამოცემა „ფიფლს დეილი“, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთის პოლიციის ჯავშანმანქანები ქალაქ შენჯენისპროვინციაში წვრთნებისთვის ემზადებიან.

აღნიშნული მასალა ჰონგ-კონგში მიმდინარე 10-კვირიანი საპროტესტო აქციების ფონზე გავრცელდა.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციის მონაწილეები ამჯერად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.

პეკინში კი ამბობენ, რომ ჰონგ-კონგშიაქციის მონაწილეები „ცეცხლს ეთამაშებიან“.