15 წლის გოგომ ეს ვიდეო პოლიციაში წარადგინა და დედა მრავალწლიანი ძალადობისგან იხსნა

15 წლის მაისა როსატო-კლიფტონმა გააკეთა ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც მამის მიერ დედაზე თავდასხმას ასახავს. მან აღნიშნული ჩანაწერი პოლიციას წარუდგინა, რის შემდეგაც კაცი დააპატიმრეს. ენდრიუ კლიფტონს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და...

15 წლის გოგომ ეს ვიდეო პოლიციაში წარადგინა და დედა მრავალწლიანი ძალადობისგან იხსნა

15 წლის მაისა როსატო-კლიფტონმა გააკეთა ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც მამის მიერ დედაზე თავდასხმას ასახავს. მან აღნიშნული ჩანაწერი პოლიციას წარუდგინა, რის შემდეგაც კაცი დააპატიმრეს. ენდრიუ კლიფტონს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამასთან, სამუდამოდ აეკრძალა ყოფილ პარტნიორთან მიახლოება.

გოგონა ამბობს, რომ საკუთარ ნაბიჯს არ ნანობს, რადგან ეს არ ყოფილა დედის მიმართ ძალადობის პირველი შემთხვევა. 34-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში მამაკაცი მეუღლეზე სისტემატიურად ძალადობდა. ბოლო შემთხვევის შედეგად კი ქალს თავის არეში შვიდი ნაკერის დადება დასჭირდა.

„ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, რომ მამაჩემი ამ მდგომარეობაში ჩავწერე, თუმცა იმ მომენტში მხოლოდ დედაჩემზე ვფიქრობდი”, - თქვა მოზარდმა Sunday Mirror- თან საუბრისას.

„მახსოვს, მამაჩემს ვთხოვე გაჩერებულიყო, მაგრამ ის განაგრძობდა ძალადობას. შოკში ვიყავი და ვფიქრობდი, რომ მჭირდებოდა მტკიცებულება", - ყვება 15 წლის გოგონა.

მის მიერ გადაღებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ ცდილობს მამაკაცი მეუღლის კარის შემტვრევას, სასოწარკვეთილი ქალი კი ყვირის და პოლიციაში დარეკვას ცდილობს. მართალია ჩანაწერში, უშუალოდ ცემის ფაქტი არ ჩანს, თუმცა ეს მტკიცებულება პოლიციისთვის საკმარისი აღმოჩნდა 53 წლის ენდრიუ კლიფტონის დასაპატიმრებლად.